ლეო მესის ისტორიული შედეგი

0
10

კატალონიის ,,ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლეო მესიმ ,,ფერენცვაროშთან” მოგებულ შეხვედრაში ისტორიული შედეგი დააფიქსირა.
არგენტინელმა გუშინდელ მატჩში თერთმეტმეტრიანით ისარგებლა და გახდა პირველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც გოლის გატანა ზედიზედ 16 სეზონში შეძლო.
მესიმ ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე თავი პირველად 2005-2006 წლების სეზონში გამოიჩინა. ლეოს ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 144 შეხვედრაში 116 გოლია.