საქართველო – რუსეთის მატჩი კვლავ გადაიდო

0
11

რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც პირველ ნოემბერს, მესხის სტადიონზე უნდა გამართულიყო, რაგბი ევროპის გადაწყვეტილებით გადაიდო.
რაგბი ევროპის განცხადებით: „ევროპაში COVID-19 პანდემიის განახლებისა და ადგილობრივი ხელისუფლებისშეზღუდვების შემდეგ, რაგბი ევროპამ გადაწყვიტა 2020 წლის ბოლომდე დაგეგმილი ყველამატჩის გადადება“.
ამ ეტაპზე უცნობია თუ როდის გაიმართება საქართველოსა–რუსეთის და რაგბი ევროპის ჩემპიონატის დანარჩენი მატჩები.