რონალდ კუმანი: “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი არაა”

0
11

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა ჩემპიონთა ლიგაზე საუბრის დროს აღნიშნა, რომ მისი გუნდი ტურნირის ფავორიტი არაა.
“მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ძლიერი კონკურენტია, როდესაც “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობ აუცილებელია ტიტულების მოგებაზე იფიქრო. ზაფხულში ბევრი რამ მოხდა და წლევანდელ სეზონში “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი არაა, თუმცა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება შორს გავიდეთ”, – განაცხადა კუმანმა.