ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი მკვეთრად გაიზარდა

0
62

TRANSFERMARKT-მა ფეხბურთელთა საბაზრო ფასი განაახლა. ამჯერად, ცვლილებები რუსეთის პრემიერლიგას შეეხო, სადაც რამდენიმე ქართველი ლეგიონერი თამაშობს, მათ შორის კი ნაკრების ახალი ლიდერი, 19 წლის ხვიჩა კვარაცხელია.
ხვიჩა აქამდე 4.5 მილიონი ევრო ღირდა, განახლების შემდეგ კი მისი ფასი სამი მილიონით გაიზარდა და €7.5 მილიონი გახდა.
ამ განახლების შემდეგ, პირველად საქართველოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა. ის აქამდე მესამე იყო, ყოფილ ლიდერ გიორგი ჩაკვეტაძეს მილიონნახევრით უსწრებს.

ქართველთა TOP 10. TRANSFERMARKT-ის მიხედვით

1. ხვიჩა კვარაცხელია – €7 500 000
2. გიორგი ჩაკვეტაძე – 6 000 000
3. საბა კვერკველია – 5 000 000
4. დავით ხოჭოლავა – 3 000 000
5. ჯიმი ტაბიძე – 2 500 000
6. ვაკო გვილია – 2 500 000
7. ზურიკო დავითაშვილი – 2 500 000
8. ოთარ კიტეიშვილი – 2 000 000
9. გია გრიგალავა – 1 800 000
10. გიორგი ქვილითაია – 1 800 000