საქართველო მესამეა

0
5

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეცხრე შეხვედრა აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამართა. გორის თენგიზ ბურჯანაძეზე გამართული მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით – 1:0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გავიდა, 42-ე წუთზე დარცმელია-ლაკვეხელიანის კომბინაცია შედეგიანი დარტყმით გიორგი გულიაშვილმა დაასრულა.
​მეორე ნახევარში ვასილ მაისურაძის გუნდმა მეტოქის კართან რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. მოპოვებული გამარჯვებით საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა 12 ქულა დააგროვა და საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

საქართველო 1:0 აზერბაიჯანი
გორი, თენგიზ ბურჯანაძე
საქართველო: მამარდაშვილი, ბურჯანაძე, დარცმელია, გულიაშვილი, კობოური, კუცია, ლაკვეხელიანი, ლოჩოშვილი, სამურკასოვი, სილაგაძე, სპანდერაშვილი
​სათადარიგო შემადგენლობა: კერესელიძე, ძებნიაური, ზარიძე
​მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
​მსაჯი: ძმიტრი ძმიტრიეუ
​გაფრთხილება: 6′ კუცია, 13′ სამურკასოვი, 30′ ლოჩოშვილი, 36′, 77′ ვალიზადა, 38′ აჰმადოვი, 84′ დარცმელია, 90+1′ მექვაბიშვილი, 90+4′ კუხიანიძე
გოლი: 1:0 გულიაშვილი (42)

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით, მეათე შეხვედრას 12 ნოემბერს საკუთარ მოედანზე სლოვაკეთის 21-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.