“ლეიკერსი” ჩემპიონია, ლებრონი – MVP!

0
7

სეზონის დაწყებიდან 356 დღის შემდეგ, ლოს ანჯელეს ლეიკერსი NBA-ს ჩემპიონი გახდა. ეს ამ გუნდის მე-17 და ისტორიული ტიტულია.
ფინალური სერიის მეექვსე მატჩში ლეიკერსმა მაიამი ჰიტი 106:93 დაამარცხა და გადამწყვეტი, მეოთხე გამარჯვებასთან ერთად, კორონა-სეზონის ტრიუმფით დასრულება იზეიმა.

NBA | ისტორიული ტიტული! MVP ლებრონმა ლეიკერსი გააჩემპიონა

ლოსანჯელესელთა სუპერვარსკვლავმა ლებრონ ჯეიმსმა 28 ქულით, 14 მოხსნითა და 10 პასით სამმაგი დუბლი შეასრულა და კარიერაში მეოთხედ, ფინალის MVP გახდა. მისმა მთავარმა დამხმარე ენტონი დევისმა 19 ქულით და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა და გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
ლებრონ ჯეიმსმა კარიერაში მეოთხე საჩემპიონო ბეჭედი მოიპოვა. „მეფემ“ ამის გაკეთება სამ სხვადასხვა გუნდში შეძლო – 2012 და 2013 წლებში „მაიამიში“, 2016 წელს „კლივლენდში“ და 2020 წელს „ლეიკერსში“.