საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის შეხვედრებს ბათუმში ჩაატარებს

0
9

საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის ბოლო ორ საშინაო შეხვედრას ბათუმის ახალ სტადიონზე გამართავს. ინფორმაცია უეფას ოფიციალურ გვერდზეა მითითებული. მე-5 ტურის შეხვედრაში 15 ნოემბერს, 21:00 საათზე,  საქართველოს ნაკრები ბათუმში სომხეთის ნაკრებს მიიღებს, ხოლო 18 ნოემბერს ერთა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრა ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ ასევე ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართება.
ბათუმის ახალი სტადიონი უეფას მეოთხე კატეგორიისაა და 20 000-მდე გულშემატკივარს იტევს. სტადიონის გახსნა კორონავირუსის პანდემიის გამო ორჯერ მაისში და სექტემბერში გადაიდო.

https://ajaratv.ge/