რონალდ კუმანი: „სუარესს შეეძლო დაემტკიცებინა, რომ ვცდებოდი“

0
48

კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი, აცხადებს, რომ სუარესს “ბარსაში” დარჩენა შეეძლო: „სუარესი კარგად ვარჯიშობდა და მისი საწინააღმდეგო არაფერი მქონდა. მას ვუთხარი, რომ თუ არ წავიდოდა, გუნდის ერთ-ერთი ფეხბურთელი იქნებოდა. სუარესს შეეძლო დაემტკივებინა, რომ ვცდებოდი და” ბარსას” ერთ-ერთი ლიდერი იყო.
გუნდში ცვლილებების დრო იყო. 17 წლის ანსუ ფატი კარგად თამაშობს. გვყავს ასევე 17 წლის პედრი, 21 წლის არაუხო, 20 წლის ტრინკაო და 19 წლის დესტი – ეს “ბარსელონას” მომავალია“, – განუცხადა კუმანმა NOS-ს.