შერმადინი ფუენლაბრადასთან მოგებული მატჩის MVP გახდა

0
8

გიორგი შერმადინის წინამძღოლობით “ტენერიფე იბეროსტარმა” “ფუენლაბრადაც” დაამარცხა და ესპანეთის ჩემპიონატში 4-დან 4 მოგებით ერთპიროვნულად გალიდერდა. ცარიელ დარბაზში ტენერიფელებმა საშუალო გაქანების მეტოქე მიიღეს და დაძაბულ ბრძოლაში 91:87 დაამარცხეს.

შერმადინი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და საბოლოოდ ის მატჩის MVP გახდა. ქართველმა ცენტრმა 25:03 წუთი ითამაშა, რა დროშიც 17 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მიითვალა. შერმადინს თამაშიდან ბურთი არ აუცელია (4-დან 4 ორქულიანი), ხოლო 10 საჯარიმო სროლიდან 9 ჩააგდო.

საბოლოოდ შერმადინის სარგებლიანობის ინდექსმა 29 შეადგინა, რაც მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო იყო. ტენერიფელთაგან 19 ქულითა და 8 პასით მარსელინიო უერტასი გამოირჩა, რომლის სარგებლიანობაც 22 ინდექსით შეფასდა.

4-დან 4 გამარჯვებით ტენერიფელები ლიდერები არიან. 3-დან 3 მოგებება აქვთ “ბარსელონასა” და “რეალს”. შერმადინს მორიგი ტურის მატჩი ყოფილ გუნდთან უწევს. “ტენერიფე” 18 ოქტომბერს “უნიკახას” უმასპინძლებს.