კალათბურთის ფედერაციისა და საკალათბურთოს სამყაროს მილოცვა საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს

0
5

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ქართული საკალათბურთო საზოგადოების სახელით ულოცავს ჩვენი ქვეყნის ფეხბურთელთა ნაკრებს ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი ოფის ფინალში გასვლას. ჯგუფური ეტაპის მოგების შემდეგ, ერთ მუჭად შეკრულმა ქართველმა ფეხბურთელებმა დღეს, “დინამო არენაზე” დაძაბულ ბრძოლაში ბელარუსი 1:0 დაამარცხეს და სანუკვარ მიზანს, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ. ფეხბურთისა და ზოგადად ქართული სპორტის ქომაგებთან ერთად ამ წარმატებას გამორჩეულად ხარობს საკალათბურთო სამყარო და არსებობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის წინ, რომელიც 12 ნოემბერს, თბილისში, კოსოვოს ან ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გაიმართება, ვლადიმერ ვაისის ნაკრებს გამარჯვებას უსურვებს.

ჩვენ ვდგავართ ქართველი ფეხბურთელების გვერდით ამ ისტორიულ მიჯნაზე და გვჯერა, რომ მალე, მთელი საქართველო იზეიმებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლას!