“რეალი” ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩებს “სანტიაგო ბერნაბეუზე” არ ჩაატარებს

0
8

მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩებს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ არ ჩაატარებს, სადაც სარეკონსტრუქციო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს.
„სამეფო კლუბმა“ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ საშინაო მატჩების გამართვა ვალდებებასის ბაზაზე დაიწყო და დღემდე მეტოქეებს ლა ლიგაში იქ მასპინძლობს. ჩემპიონთა ლიგაზეც ასე იქნება და ზინედინ ზიდანის გუნდი მეტოქეებს ალფრედო დის სტეფანოს სახელობის არენაზე მიიღებს.
შეგახსენებთ, „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მილანის „ინტერს“, „გლადბახსა“ და დონეცკის „შახტარს“ დაუპირისპირდება.