მონაკოს პრინცესა რაგბის კლუბ ‘თბილისის’ ჭაბუკ მორაგბეებს ეწვია

0
5

მონაკოს პრინცესა შარლინ უოტსტოკი რაგბის კლუბ ‘თბილისის’ მორაგბეებს ეწვია და საჩუქრები გადასცა.
‘თბილისი’ შარშან „მონაკოს პრინცესას ფონდის“ მიერ ორგანიზებულ ფესტივალში მონაწილეობდა და საქართველოში ვიზიტით მყოფმა პრინცესამ, მათი მონახულება გადაწყვიტა.
ტრადიციული მისალმების და სამახსოვრო ფოტოების გადაღების შემდეგ, პრინცესამ ‘თბილისს’ საჩუქრად მიკროავტობუსი და ბურთები გადასცა.