ბათუმის დინამოს დამაჯერებელი გამარჯვება: თელავმა სამი გოლი პირველად გაუშვა

0
13

ორკვირიანი პაუზის შემდეგ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშება მე-12 ტურის მატჩით განახლდა, რომელშიც ერთმანეთს თელავი და ბათუმის დინამო დაუპირისპირდნენ. მშრალი პირველი ნახევარისგან რადიკალურად განსხვავებული იყო შეხვედრის მეორე ტაიმი, რომელიც უხვგოლიანი გამოდგა. კავკასიონი არენის გარეთ შეკრებილმა გულშემატკივარმა 4 გატანილი გოლი იხილა. მასპინძლებისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო. 49-ე წუთზე მიხეილ ბაშელეიშვილმა თელავი დააწინაურა, მაგრამ ბათუმელებმა მოკლე დროში ანგარიშის გათანაბრებაც შეძლეს და თამაშის მიწურულს დაწინაურებაც. 59-ე წუთზე გიორგი ნიქაბაძემ წონასწორობა აღადგინა. 81-ე წუთზე კი ობოაბონამ სტუმრები წინ გაიყვანა. 4 წუთში თელაველთა კარი ჯამბულ ჯიღაურმაც აიღო და საბოლოო წერტილი დასვა.

თელავში მოპოვებული მოგებით გია გეგუჩაძის გუნდის ქულათა მარაგი 23-მდე გაიზარდა და ამ მაჩვენებლით გათამაშების ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.