საქართველოს ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე კარიერას ესპანურ ტენერიფეში აგრძელებს. ის ბოლოს შვეიცარიულ ლუცერნში თამაშობდა, სადაც პირველი ტურის მატჩშიც მიიღო მონაწილეობა.
ესპანურმა კლუბმა განხორციელებული ტრანსფერის შესახებ პოსტში ქართულად დაწერა – “მოგესალმებით, ოთარ”.
”მატჩებისთვის მზად ვარ. საქართველოს ნაკრებშიც ვითამაშე და ვიცი, რომ ტენერიფეს დახმარება 100 პროცენტით შემიძლია. ბედნიერი ვარ, რომ ესპანურ ფეხბურთს დავუბრუნდი და კარიერას ტენერიფეში ვაგრძელებ, რომელიც შესანიშნავი კლუბია. ტენერიფეს კარგად ვიცნობ, ამ ლიგაში ვთამაშობდი და ახლა კიდევ ერთი გამოწვევა მაქვს ჩემს ახალ გუნდთან ერთად”, – განაცხადა კაკაბაძემ კლუბის ვებგვერდთან.
