ბაიერნმა უეფას სუპერთასი მეორედ მოიგო

0
7

მიუნხენის ბაიერნმა არსებობის ისტორიაში უეფას სუპერთასი მეორედ მოიგო. ჰანსი ფლიკის გუნდმა ბუდაპეშტში, ფერენც-პუშკაშ-არენაზე დაახლოებით 15 500 მაყურებლის თვალწინ, სევილია დამატებით დროში 2:1 დაამარცხა. მატჩის ბედი ხავი მარტინესმა გადაწყვიტა, რომლისთვისაც ეს რეკორდმაისტერში, დიდი ალბათობით, ბოლო თამაში იყო.

ჯოკერი მარტინესის გოლით - ბაიერნმა უეფას სუპერთასი მეორედ მოიგო

სევილიამ თამაში დაცვიდან დაიწყო და აქედან გამომდინარე, ცოტა მოულოდნელად დაწინაურდა, თუმცა ბაიერნმა პირველივე ტაიმში შეძლო გათანაბრება – აბსოლუტურად დამსახურებულად.

რეკორდმაისტერის კარში პენალტი მე-13 წუთზე დაინიშნა – ალაბამ რაკიტიჩთან წესები დაარღვია. თერთმეტმეტრიანი ოკამპოსმა გაიტანა. 34-ე წუთზე ბავარიელებმა წონასწორობა ეფექტური გოლით აღადგინეს – მიულერი-ლევანდოვსკი-გორეტცკას კომბინაცია ამ უკანასკნელმა დაასრულა.

ჯოკერი მარტინესის გოლით - ბაიერნმა უეფას სუპერთასი მეორედ მოიგო

ჰანსი ფლიკის გუნდს მეორე ტაიმშიც ჰქონდა უპირატესობა – თუმცა სევილიამ ორჯერ ძალიან სახიფათო კონტრშეტევა განახორციელა. მიუნხენელებს გოლი გაუუქმეს: ლევანდოვსკი მარცხენა ფეხით თამაშგარე მდგომარეობაში იყო. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა და დამატებითი ტაიმები დაინიშნა.

99-ე წუთზე ფლიკმა თამაშში ხავი მარტინესი ჩართო და როგორც აღმოჩნდა, ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო – ბაიერნი წინ სწორედ მან გაიყვანა! კუთხურის შემდეგ, ალაბას დარტყმა ბონომ უიღბლოდ მოიგერია და ხავი მარტინესმა თავით გაიტანა.

ბაიერნი 1:1 (2:1 დ.დ.) სევილია

გოლები: 0:1 ოკამპოსი (13-პენ), 1:1 გორეცკა (34), 2:1 ხავი მარტინესი (104)

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი – პავარი, ზიულე, ალაბა (112. ბოატენგი), ერნანდესი (99. დევისი) – კიმიხი, გორეცკა (99. ხავი მარტინესი) – გნაბრი, მიულერი, სანე (70. ტოლისო) – ლევანდოვსკი.

სევილია (4-3-3): ბონო – ხესუს ნავასი, კუნდე, დიეგო კარლოსი, ესკუდერო – ფერნანდო, ჟორდანი (94. ვასკესი), რაკიტიჩი (58. ოლივერი) – სუსო (73. გუდელი), ლ. დე იონგი (56. ელ-ნესირი), ოკამპოსი.