დინამომ უელსში იმარჯვა

0
13

უელსის ქალაქ რექსემში, რეისქურს გრაუნდზე უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრა შედგა, რომელშიც ქონას ქი ნომედსმა დინამო თბილისს უმასპინძლა. მატჩის დებიუტში მასპინძლებმა ორჯერ მიჯრით კუთხური მოაწოდეს, ამის შემდეგ კი დინამოელებმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და მეთოდურად დაიწყეს მეტოქეზე შეტევა. პირველი რეალური საგოლე მომენტი თბილისელებს მატჩის 24- ე წუთზე ჰქონდათ, გიორგი გაბედავას და ნოდარ ქავთარაძის აქტიურობის შემდეგ ბაქარ ქარდავას დარტყმული ბურთი უელსელტა კარის ხარიხამ უკუაგდო. 35- ე წუთზე დინამოელთა სწრაფი შეტევა, ნოდარ ქავთარაძის გადაცემა და გიორგი გაბედავას ბოლო წამს დაასწრო მცველმა. მოწოდებულ კუთხურს გიორგი ზარია გზავნიდა კარისკენ, ბურთი ოდნავ აცდა მიზანს. პირველი ტაიმის ბოლოს უკვე დინამოელები გადარჩნენ გაშვებულ გოლს, შესანიშნავად როინ კვასხვაძემ ითამაშა. მეორე ტაიმი დინამოელებმა აქტიურად დაიწყეს, ერთი საათის თავზე კი ორშულას ნაცვლად მოედანზე პერნამბუკუ გამოჩნდა. ცოტახანში ნოდარ ქავთარაძის შეტევა, რომელიც საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ დარტყმას სიძლიერე დააკლდა და ბურთი ლუის ბრასის ნადავლი გახდა. 68- ე წუთზე ნომედსის მეკარემ უკვე სამუელ ბენიოს ძლიერად დარტყმული მოიგერია. მატჩის ძირითადი დროის ბოლოსკენ დინამოელები ბევრს უტევდნენ, მაგრამ საბოლოო ზუსტ დარტყმამდე საქმე არ მისულა. მსაჯმა შეხვედრას 5 წუთი დაამატა და ამ დამატებული დროის ბოლო წუთზე პერნამბუკუზე საჯარიმოში დაჯარიმდნენ მასპინძლებ. პენალტი ზუსტად გიორგი გაბედავამ დაარტყა და დინამომ შეხვედრა მოიგო. მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 21 სექტემბერს საბურთალოსთან თასის 1/8 ფინალში გამართავს.

ქონას ქი ნომედსი  –  დინამო თბილისი 0:1
გოლი: გაბედავა, პენ (94)
ქონას ქი ნომედსი: ბრასი, დისნეი, რობერთსი, ფარქუარსონი, ინსოლი (ა. უილიამსი 88), პული, ოუენი, ოუენსი, საინ-დული, დევისი, ედუარდსი.
დინამო თბილისი: კვასხვაძე, იაშვილი, ბენიო, კობოური, ქიმაძე, ქარდავა, პაპავა, ორშულა (პერნამბუკუ 59), ქავთარაძე (კლოუსტერი 90), ზარია (კაპანაძე 80), გაბედავა.
მსაჯი: ალან დურიე (ლუქსემბურგი)