ჯაბა კანკავა – სიმბოლური და რეკორდი

0
16

საფეხბურთო ვებ-გვერდმა Sofascore.com ერთა ლიგის მეორე ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა და სასიხარულოა, რომ ევროპული ფეხბურთის აღიარებულ ვარსკვლავებთან ერთად, საუკეთესოთა შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავაც მოხვდა.
ამასთან ჯაბა კანკავა საქართველოს ნაკრებში, კაპიტნის რანგში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენი გახდა. ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში კანკავამ საქართველოს ნაკრებს 51-ე შეხვედრაში უკაპიტნა.