კორსანტიას ჩინებული დებიუტი ფრანგულ კაენში

0
6

ფრანგულ “კაენში” გიორგი კორსანტიას დებიუტი შედგა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, რომელმაც წინა სეზონი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდში გაატარა, კარიერას საფრანგეთში აგრძელებს და რანგით მე-3 დივიზიონის გუნდ “კაენის” შემადგენლობაში პირველი მატჩი ითამაშა.
კაენელთა მეტოქე თანადივიზიონელი “ლაურორ ვიტრე” გახლდათ, რომელსაც კორსანტიას გუნდმა 79:72 მოუგო. ქართველ ფორვარდს ჩინებული დებიუტი გამოუვიდა და ის 13 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა. “კაენს” ჩემპიონატის დაწყებამდე კიდევ 4 სპარინგ-მატჩი აქვს დაგეგმილი, რომელთაგან უახლოესს 11 სექტემბერს, “ჩარტრესთან” გამართავს.
საფრანგეთის მე-3 ლიგა (NM1) 2 ოქტომბერს დაიწყება. კორსანტიას გუნდი სეზონს “ბეზანსონთან” გასვლითი შეხვედრით გახსნის.