საქართველოს რაგბის კავშირი ექვს ერთან მოლაპარაკებებს ადასტურებს

0
28

საქართველოს რაგბის კავშირი 8 ერში დამატებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“ბოლო დროს, სხვა და სხვა მედია საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია იმის, შესახებ რომ შემოდგომას გასამართ ეგრედ წოდებულ 8-ერის ტურნირში, იაპონიის ნაცვლად, საქართველო მიიღებს მონაწილეობას.

ამ ეტაპზე მხოლოდ იმის დადასტურება შეგვიძლია, რომ საქართველოს რაგბის კავშირი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს როგორც მსოფლიო რაგბის, ისე 6 ერის წარმომადგენლებთან.

გვინდა ავღნით, რომ როგორც ქართული რაგბისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის 8 ერის ტურნირში ბორჯღალოსნების მონაწილეობა ისტორიული მიღწევა იქნება.

გვინდა ხაზგასმით ავღიშნოთ, რომ სახელმწიფოს ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდით და აღსაღნიშავია ფონდი ‘ქართუს’ უპრეცენდენტო მხარდაჭერა, რამაც დიდი წვლილი შეიტანა ქართული რაგბის განვითარებაში.

ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნულ ტურნირში საქართველოს მონაწილეობის შესახებ სიახლეებს ოფიციალურად მალე გაგაცნობთ.”