თორნიკე შენგელიას 7 ქულა “ზენიტთან”

0
25

მოსკოვის ცსკა ახალი სეზონისთვის ემზადება და პრესეზონის ფარგლებში მეოთხე მატჩი გამართა. თორნიკე შენგელიას ახალმა გუნდმა სანქტ-პეტერბურგის „ზენიტი“ 78:72 დაამარცხა.

თორნიკე შენგელია ზენიტთან მატჩში

შენგელია და მისი თანაგუნდელები შეხვედრის განმავლობაში 14 ქულითაც კი აგებდნენ და მატჩში პირველად დაწინაურება მხოლოდ ბოლო მეოთხედში მოახერხეს, საბოლოოდ კი, პეტერბურგელებს 78:72 სძლიეს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 23:50 წუთში 7 ქულა, 2 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. შენგელიამ 3-დან 1 ორქულიანი და 11-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.