ბათუმში სტადიონი 12 სექტემბერს გაიხსნება!

0
18

ფიფას მეოთხე კატეგორიის ბათუმის ახალი საფეხბურთო სტადიონი 12 სექტემბერს გაიხსნება. სტადიონს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ლიდერის ბათუმის “დინამოს” და საქართველოს მოქმედი ჩემპიონის თბილისის “დინამოს” დაპირისპირება გახსნის. მატჩი 21 საათზე დაიწყება.
მატჩს მხოლოდ 6 000 ადამიანი დაესწრება, რომელთა შორის ორმეტრიანი დისტანცია იქნება. რაც შეეხება სტადიონის ტრიბუნების ტევადობას, ისინი 20 ათას გულშემატკივარზეა გათვლილი.
საფეხბურთო მატჩის გარდა სტადიონზე კონცერტი და სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.