დიდი 10-ის გარდამავალი ტურნირი 9 ოქტომბერს დაიწყება

0
11

დიდი 10-ის 2020/2021 წლების გარდამავალი, 12-გუნდიანი ტურნირი 9 ოქტომბერს დაიწყება, ქვეყნის ჩემპიონი კი მაისში გამოვლინდება.
COVID-19-ის პანდემიის გამო შეწყვეტილი შარშანდელი ჩემპიონატის შემდეგ, დიდ 10-ში გუნდების რაოდენობა ერთი წლით 12-მდე გაიზარდა. ისინი 2019/2020 წლების სეზონის დაუსრულებელი ჩემპიონატის შეწყვეტის მომენტში არსებული სატურნირო ვითარების მიხედვით, ორ ექვს-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ.
„ა“ ჯგუფში მოხვდნენ ‘ლელო-სარასენსი’, ‘ხარები’, ‘აკადემია’ ‘იუნკერები, ‘ლოკომოტივი’ და ‘ვეფხვები’; „ბ“ ჯგუფში ითამაშებენ ‘ბათუმი’, ‘აია’, ‘ჯიქი’, ‘ყოჩები’, ‘არმაზი’ და ‘არესი’.
გუნდები ორ წრედ ითამაშებენ, რის შემდეგაც, მეორე ეტაპზე, თითოეული ჯგუფის მოწინავე სამ-სამი გუნდი 6-გუნდიან საჩემპიონო ჯგუფს შექმნიან, ხოლო მეოთხე-მეექვსე გუნდები ასევე 6-გუნდიან ჯგუფში განაწილდებიან და ლიგაში დასარჩენად იბრძოლებენ.