DAILY MAIL ადასტურებს, რომ რვა ერში საქართველო ითამაშებს

0
41

ნოემბერ-დეკემბერში ექვსი ერის ექსპერიმენტულ ტურნირში, რომელშიც რვა ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, საქართველოს ნაკრები ითამაშებს – წერს ბრიტანული გამოცემა Daily Mail:
” Sportsmail-ისთვის ცნობილი გახდა, რომ მას შემდეგ, რაც სამხრეთ აფრიკამ შორს დაიჭირა ექვსი ერის შეთავაზება, დაიკავოს იაპონიისგან გამოთავისუფლებული ადგილი ტურნირში, ამ სიცარიელეს საქართველო შეავსებს. საქართველო საფრანგეთთან, იტალიასთან და შოტლანდიასთან ჯგუფში მოხვდება”, წერს გამოცემა. აქვე ვიტყვით, რომ Sportsmail Daily Mail-ის სპორტული განყოფილებაა”.
რვა ერის ტურნირი 14 ნოემბერს დაიწყება. რვა გუნდი ორ ჯგუფში განაწილდება და ერთ წრედ ითამაშებს, ხუთ დეკემბერს ფინალური მატჩებია – პირველადგილოსნების გარდა, ერთმანეთს ჯგუფში სხვა ადგილებზე გასულებიც დაუპირისპირდებიან.