მესის დარჩენის შემთხვევაში, ბართომეუ მზადაა პოსტი დატოვოს

0
5

„ბარსელონას“ პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ მზადაა პრეზიდენტის პოსტი დატოვოს თუ ის ლიონელ მესისთვის პრობლემას წარმოადგენს.
TV3-ს ცნობით, ბართომეულს სურს, რომ მესიმ საჯაროდ განაცხადოს კლუბში დარჩენის შესახებ და თვითონ პოსტს ვადაზე ადრე დატოვებს. კლუბში ამის შესახებ განცხადებას ჯერჯერობით არ აკეთებენ.
მოგეხსენებათ, მესიმ ორი დღის წინ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას ფაქსით აცნობა, რომ კონტრაქტისგან გათავისუფლება და გუნდიდან წასვლა უნდა.
არგენტინელ ფეხბურთელს კატალონურ გრანდთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ჯერჯერობით მისი მომავალი გაურკვეველია, „ბარსას“ გულშემატკივრები კი „კამპ ნოუს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციებს აწყობენ და ბართომეუს გადადგომას მოითხოვენ.