ესპანური მედია: “მესიმ “მანჩესტერ სიტიში” გადასვლა გადაწყვიტა”

0
8

ლეო მესი “ბარსელონას” ხელმძღვანელობას შეხვდა და კონტრაქტის გაწყვეტა მოითხოვა.
33 წლის არგენტინელს კატალონური კლუბის სტრატეგია და გეგმები არ მოსწონს, ამიტომაც გუნდის დატოვება სურს.
ესპანურ მედიაში კი მესის მომავალთან დაკავშირებით ცნობა უკვე გავრცელდა – მას “მანჩესტერ სიტიში” გადასვლა და გვარდიოლასთან მუშაობა სურს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლეო “სიტის” მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
Football Leaks-მა 33 წლის არგენტინელი ვარსკვლავის კონტრაქტის დეტალები გაავრცელა.
ხელფასი – 60 მილიონი ევრო წელიწადში
ბონუსი – 10 მილიონი წელიწადში
უფლება ფოტოებზე – 14.5 მილიონი წელიწადში
ერთგულების ბონუსი – 130 მილიონი ხუთ წელიწადში
მესის გამოსასყიდი თანხა 700 მილიონი ევროა, თუმცა, თუ კონტრაქტის ამოწურვამდე  წელიწადია დარჩენილი მას უფასოდ წასვლა შეუძლია. მესის “ბარსელონასთან” ხელშეკრულებით სწორედ ერთი წელი აქვს დარჩენილი.
გასულ სეზონში 33 წლის ლეო მესიმ ყველა ტურნირზე 44 მატჩი ჩაატარა, 31 გოლი გაიტანა და 26 საგოლე პასი გააკეთა. ლეო კატალონური გრანდის აღზრდილი და კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. “ბარსას” შემადგენლობაში მესი ოთხჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.
კატალონიის პრეზიდენტი კიმ ტორა მესის წერილით დაემშვიდობა: „კატალონია ყოველთვის შენი სახლი იქნება. დიდი მადლობა ყველა ამ ბედნირებისთვის და წარმოუდგენელი ფეხბურთისთვის. წლების განმავლობაში გაზიარების შესაძლებლობა გვქონდა საუკეთესო ფეხბურთელთან და კეთილშობილ ადამიანთან. არასდროს დაგივიწყებთ“.