ბელარუსმა შემადგენლობა დაასახელა

0
6

8 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებს “დინამო არენაზე” ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის ისტორიაში – ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალი ბელარუსთან…

ამ შეხვედრამდე მეტოქეები ჯერ ერთა ლიგის ახალ სეზონში ჩაებმებიან. საქართველოს ნაკრების თავკაცის, ვლადიმირ ვაისისგან განსხვავებით, ბელარუსთა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა შემადგენლობა უკვე დაასახელა.

ბელარუსის ნაკრები 31 აგვისტოს შეიკრიბება და ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრის ბაზაზე ივარჯიშებს. 4 სექტემბერს მინსკში ბელარუსის ნაკრები ალბანეთს უმასპინძლებს. მომდევნო მატჩი ბელარუსის ნაკრებს სტუმრად ყაზახეთთან აქვს.

ბელარუსის ნაკრები

მეკარეები: ალეკსანდრ გუტორი (სოლიგორსკი), ეგორ ჰაცკევიჩი (ისლოჩი), სერგერი იგნატოვიჩი (დინამო მინსკი);
მცველები: ალეკსანდრ მარტინოვიჩი (კრასნოდარი), მაკსიმ ბორდაჩეცი (ბელაზი), ალეკსანდრ საჩივკო (სოლიგორსკი), ნიკოლაი ზოლოტოვი (ურალი), მაქსიმ შვეცოვი (დინამო მინსკი), ნიკიტა ნაუმოვი (ჟეტისუ), რომან იუზეპჩუკი (დინამო ბრესტი), ალეკსეი ლეგჩილინი (ნემანი);
ნახევარმცველები: სტანისლავ დრაგუნი, იგორ სტასევიჩი, პაველ ნეჰაიჩიკი, ევგენი იაბლონსკი (ყველა – ბატე), მაკს ებონგი (ასტანა), იური კოვალევი (ტულა), ივან ბაჰარი (დინამო მინსკი), დმიტრი პოდსტრელოვი, ალეკსანდრ სელიავა (ორივე – სოლიგორსკი), ანდრეი ხაჩატურიანი (ბელაზი);
თავდამსხმელები: მაქსიმ სკავიში (ბატე), ვიტალი ლისაკოვიჩი (ლოკომოტივი მოსკოვი).