სევილიას მორიგი საევროპალიგე ტრიუმფი

0
18

გერმანიის ქალაქ კიოლნში ევროპალიგის 2019/20 წლების ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს მილანის ინტერი და სევილია დაუპირისპირდნენ.
გუნდებმა პირველივე ტაიმში 2-2 გოლი გაცვალეს, ჯერ რომელუ ლუკაკუმ პენალტით გახსნა ანგარიში, მაგრამ შემდეგ ლუკ დე იონგის ჯერი დადგა, რომელმაც დუბლი შეასრულა. ნიდერლანდელმა ორივე გოლი თავით შეაგდო და პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ან ევროპა ლიგის ფინალში ამის გაკეთება მოახერხა. ანდალუსიელებმა დე იონგის დიდებული თამაშის მიუხედავად, ტაიმი მაინც ვერ მოიგეს, რადგან ურუგვაელმა დიეგო გოდინმა შეძლო გატანა. 74-ე წუთზე დიეგო კარლოსის მაკრატელა ლუკაკუსგან რიკოშეტით ჰანდანოვიჩის კარში გავიდა. ჯერ ოფიციალურად ლუკაკუს ავტოგოლად ჩათვალეს, თუმცა შემდეგ გადაწყვეტილება შეიცვალა.

სევილიამ ევროპალიგა (უეფას თასი) ისტორიაში მეექვსედ მოიგო.