კუმანი: „როდესაც ფეხბურთელში დიდ თანხას ხარჯავ, იმ პოზიციაზე უნდა ათამაშო, სადაც თავს კომფორტულად გრძნობს“

0
21

კატალონიის ბარსელონას ახალი თავკაცი, რონალდ კუმანი, ფრენკი დე იონგზე საუბრობს და აცხადებს, რომ მომდევნო სეზონში ის იმ პოზიციაზე ითამაშებს, რომელიც მისთვის ყველაზე კომფორტულია:
„როდესაც ფეხბურთელში დიდ თანხას ხარჯავ, ის იმ პოზიციაზე უნდა ათამაშო, სადაც თავს კომფორტულად გრძნობს და სადაც საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის ჩვენება შეუძლია. ბარსელონაში, აიაქსსა თუ ნიდერლანდების ნაკრებში ის სხვადასხვა პოზიციაზე თამაშობდა“.
ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ანტუან გრიზმანზეც ისაუბრა:
„იმავეს თქმა გრიზმანზეც შეიძლება. ის ტიპური ვინგერი არ არის. შესაბამისად, მანაც იმ პოზიციაზე უნდა ითამაშოს, რომელიც მისთვის ყველაზე კომფორტული იქნება.“ – ციტირებს კუმანის სიტყვებს Goal.com.