ჩხეტიანი “დინამოდან” წავიდა

0
10

კახა ჩხეტიანმა დედაქალაქური გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან დაკავშირებით კახამ “დინამო თბილისის” ვებგვერდზე გააკეთა კომენტარი.

კახა ჩხეტიანი: “ტირანასთან” დასრულებულ მატჩს სოციალურ ქსელში “დინამოს” ფეხბურთელების, მწვრთნელების და ხელმძღვანელების ბულინგი მოჰყვა.
ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ და რომ არ გაილანძღოს ის ხალხი ვინც მე ამ გუნდის მთავარი მწვრთნელობა მანდო და ასევე ფეხბურთელები, რომელთა იმედიც მქონდა და მომავალშიც მექნება – ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ დავტოვო კლუბი.
მადლობა  ხელმძღვანელებს, კლუბის თითოეულ თანამშრომელს, ჩემს სტაფს, ფეხბურთელებს, რომლებიც ჩვენთან ერთად თავდაუზოგავად შრომობდნენ, მადლობა ერთგულ გულშემატკივარს, რომელიც დინამოს ყველა შეხვედრისას გვერდით უდგას. მინდა ყველას წარმატება ვუსურვო”.