დინამო ტირანასთან დამარცხდა

0
22

დინამო არენაზე უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამომ ალბანურ ტირანას უმასპინძლა. მატჩი დინამოელთა ორი სწრაფი შეტევით დაიწყო. პირველ შემთხვევაში თორნიკე კაპანაძემ ვერ შეიმაგრა ბურთი, მეორე მომენტში კი მეტოქის გამოცდილმა მეკარემ იყოჩაღა ბოლო წამს. მასპინძლებმა ტერიტორიული უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და მატჩი ესეც გაგრძელდა. დინამო ბურთს ფლობდა, ბევრს უტევდა, მაგრამ რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე ვერ მიდიოდა. აი 34- ე წუთზე კი საიმონ ბენიოს თავური მცირედით აცდა სტუმართა კარს და მასპინძლებმა რეალური საგოლე მომენტი გაუშვეს ხელიდან. პირველი ტაიმის ბოლოს სტუმრებმა თავისთვის იშვიათ შეტევაში იხეირეს და ზედ ტაიმის დასრულების წინ ანგარიში გახსნეს. მეორე ნახევარში დინამომ კიდევ უფრო უმატა შეტევებს, რამდენიმე საგოლე მომენტი აკაკი შულაიამ, ირაკლი ბუღრიძემ, თორნიკე კაპანაძემ და პერნამბუკუმ გაუშვეს ხელიდან, გიორგი კუციას დარტყმულ საჯარიმოს გოლიც მოჰყვა, თუმცა ოფსაიდი დაფიქსირდა. დინამო ბევრს ცდილობდა მეტოქის კარისთვის გასაღების მორგებას, თუმცა ბოლო შედეგიან დატყმამდე საქმე არ მიდიოდა, სამაგიეროდ მეტოქემ კონტრშეტევით ისარგებლა და ისმაილგეჩიმ ორბურთიანი უპირატესობა მოუპოვა თავის გუნდს. ამის შემდეგ მასპინძლები კიდევ უტევდნენ, მეტოქის მცველმა გიორგი პაპავას დარტყმული ბოლო წამს მოიგერია ცარიელი კარიდან და საბოლოოდ შეხვედრა ასეც დასრულდა. დინამომ ამ წაგების შემდეგ ევროპა ლიგის გათამაშებაზე გადაინაცვლა, ჩვენი მეტოქის ვინაობა კი მომავალში გახდება ცნობილი.

დინამო: კვასხვაძე, იაშვილი, ბენიო, ლოჩოშვილი, კობოური (კობოური 59), ქარდავა (კუცია 66), პაპავა, შულაია, ბუღრიძე (გაბედავა 81), პერნამბუკუ, კაპანაძე.
ტირანა: ლიკა, ისმაილგეჩი, ტოშევსკი, ნაიდოვსკი, გომეში (ტოლი 70), კობინა, ბათა, ტორასა (მუჩა 83), მუჩი (ავდიჯაი 87), ცელჰაკა, ვანგიელი.
გოლები: 0-1 ტორასა 45.  0-2 ისმაილგეჩი 86.