ბართომეუ: “მწვრთნელი კუმანი იქნება, გუნდის საყრდენი წერტილი – მესი”

0
25

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ კლუბის ვებგვერდთან მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ ახალი მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი იქნება. გარდა ამისა, მან ლიონელ მესის შესახებ გააკეთა კომენტარი და ეჭვი არ ეპარება, რომ ახალი პროექტის საყრდენი არგენტინელი იქნება.
„თუ არაფერი შეიცვლება, „ბარსელონას“ შემდეგი მწვრთნელი კუმანი იქნება. კარგად ვიცით, როგორ მუშაობს, მისი ფილოსოფია, გამოცდილება. ჩვენ მას ვენდობით. ის იყო პირველი, ვისაც იანვარში დავურეკე.
კუმანთან უკვე ვისაუბრე, ჩვენი პროექტის საყრდენი კი ისევ მესი იქნება. კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს, ლეოსთან და მამამისთან ხშირად ვსაუბრობ. ის მსოფლიოში ნომერი პირველია და ეჭვგარეშეა, რომ კუმანი მესის დაეყრდნობა“, – თქვა ბართომეუმ.