პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალშია

0
18

პარი სენ-ჟერმენი ბოლო წლებში თითქმის ყოველთვის მოიაზრებოდა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებს შორის, მაგრამ წარმატებამდე ბევრი აკლდებოდა. ახლა კი, პარიზული გრანდი ფინალშია და უმთავრეს საკლუბო ტიტულს მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს.

ტოტენჰემისა და მადრიდის ატლეტიკოს გაგდებით ლაიპციგმა ამ სეზონში დაამტკიცა, რომ ძალიან საინტერესო გუნდია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ასპარეზობა იულიან ნაგელსმანის გუნდისთვის მაქსიმუმი იყო. პარიზელებმა საქსონიელები ნახევარფინალისთვის ზედმეტად მარტივად დაამარცხეს. მეორე ფინალისტი დღეს ირკვევა: მიუნხენის ბაიერნისა და ლიონის მატჩში.

მატჩის ბედი ფაქტობრივად პირველსავე ტაიმში გადაწყდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ პსჟ რესტარტის შემდეგ თავის საუკეთესო თამაშს აჩვენებდა. პარიზელები ლაიპციგელებს მოედნის ცენტრში შანსს არ უტოვებდნენ და ინდივიდუალურადაც გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ.

ზუსტად ისე, როგორც ბერგამოს ატალანტასთან, მარკინიოსმა ახლაც ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა – დი მარიას ჩაწოდების შემდეგ სწორედ მან გახსნა ანგარიში მე-13 წუთზე. მეორე გოლი პარიზელებმა ტაიმის მიწურულს გაიტანეს – ამჯერად თვითინ დი მარიამ. არგენტინელის პასით გავიდა მესამე გოლიც, რომელიც ხუან ბერნატის ანგარიშზეა, რომელმაც თავით გაიტანა (სიმაღლეში 1,70 მეტრია)…