ბათუმის დინამო სეზონში პირველად გალიდერდა

0
17

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე ტურის მორიგი შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მერანსა და ბათუმის დინამოს შორის გაიმართა. გია გეგუჩაძის გუნდს პირველ ადგილზე დასამკვიდრებლად სამი ქულის მოპოვება სჭირდებოდა. პირველ ტაიმში სტუმრებს მეტოქემ გოლის გატანის საშუალება არ მისცა, მაგრამ მეორე ნახევარში დინამომ ორი გოლი გაიტანა. შეხვედრის 51-ე წუთზე სადებიუტო გოლი რეინალდუმ გაიტანა, ხოლო სამ წუთში ორამდე უპირატესობა გიორგი ნიქაბაძემ გაზარდა. დარჩენილ დროში მაქსიმუმი რაც მერანმა მოახერხა ერთი ბურთის გაქვითვა იყო. მასპინძელთა რიგებში გატანილი გოლით თავი გიორგი გოგოლაშვილმა გამოიჩინა.
10 ტურის შემდეგ ბათუმის დინამოს 20 ქულა დაუგროვდა და გათამაშების ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.
ეროვნულ ლიგაში ბათუმის “დინამოს” შემდეგი შეხვედრა პაუზის შემდეგ 12 სექტემბერს თბილისის “დინამოს” წინააღმდეგ ექნება.
გავრცელებული ინფორმაციით ეს შეხვედრა ბათუმის “დინამოს” ახალ არენაზე გაიმართება. მანამდე გია გეგუჩაძის შეგირდები 27 აგვისტოს ისრაელში “ჰაპოელ ბერ-შევას” წინააღმდეგ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის შეხვედრას გამართავენ.

ადგ. კლუბი თამაში მოგება ფრე წაგება გატ. მიღ. ± ქულა ბოლო თამაშები შემდეგი
1. დინამო ბთ დინამო ბთ 10 5 5 0 18 6 12 20
2. დინამო თბ დინამო თბ 10 5 4 1 16 4 12 19
3. დილა დილა 9 4 4 1 14 6 8 16
4. საბურთალო საბურთალო 9 4 4 1 11 7 4 16
5. თელავი თელავი 10 2 7 1 9 6 3 13
6. ლოკომოტივი ლოკომოტივი 9 3 3 3 11 14 -3 12
7. ტორპედო ტორპედო 9 2 3 4 7 13 -6 9
8. სამტრედია სამტრედია 9 2 2 5 7 16 -9 8
9. ჩიხურა ჩიხურა 9 1 2 6 7 16 -9 5
10. მერანი თბ მერანი თბ 10 0 4 6 4 16 -12 4