სევილია მეექვსედ!

0
12

ევროპა ლიგა „სევილიას“ ტურნირია. „სევილია“ ფინალშია, უკვე მეექვსედ და ეს რეკორდია.
ხულენ ლოპეტეგის გუნდმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაამარცხა და ფინალის საგზური გაიფორმა. ინგლისური კლუბს უფრო მეტი საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ტაბლოზე ესპანელებმა გოლით მეტი გაიტანეს – მთავარი ესაა.
ბრუნო ფერნანდეშმა მიმდინარე სეზონში „მანჩესტერის“ სასარგებლოდ დანიშნული 22-ე პენალტი გოლად აქცია და ინგლისური გრანდი წინ გავიდა. „სევილიამ“ ანგარიში მალევე გაათანაბრა. რეგილონის იდეალური პასი სუსომ დააგვირგვინა.
78-ე წუთზე ლუკ დე იონგმა მანჩესტერელთა დაცვის ხაზის ჩავარდნით ისარგებლა და გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. ამრიგად, „სევილია“ ფინალშია და მეტოქეს ელოდება, რომელიც „ინტერისა“ და „შახტარის“ დაპირისპირებაში გაირკვევა.