ჩემპიონთა ლიგაზე ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია

0
12

ლისაბონის “ჟოზე ალვალადეზე” ჩემპიონთა ლიგის ბოლო მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა და ყველა ნახევარფინალისტის ვინაობაც ცნობილი გახდა – მანჩესტერ სიტი ლიონს დაუპირისპირდა და სენსაციურად დამარცხდა – 1:3.

მაშ ასე, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები ასე დაკომპლექტდა:
18 აგვისტო ლაიპციგი – პსჟ
19 აგვისტო ლიონი – ბაიერნი

სიტისა და ლიონის დაპირისპირება სენსაციურად დაიწყო – წყვილის აუტსაიდერმა ანგარიში 24-ე წუთზე გახსნა. გოლი პეპ გვარდიოლას გუნდის კარში მაქსველ კორნემ გაიტანა. საოცარია, მაგრამ ფაქტია – ბოლო 4 გოლი ლიგაზე კორნემ სწორედ მანჩესტერ სიტის კარში გაიტანა. ტაიმი ლიონმა მინიმალური სხვაობით მოიგო.

მეორე ტაიმში კევინ დე ბრუინემ შესანიშნავი გოლით გაათანაბრა, თუმცა ამის შემდეგ ლიონი კიდევ უფრო უკეთ ათამაშდა, შეცვლაზე შესული მუსა დემბელე კი გმირი გახდა, მან ედერსონის კარში დუბლი შეასრულა. ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად ლიონი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია, სადაც ორი ფრანგულ-გერმანული დუელი გველის.

ტურნირის ისტორიაში პირველად ნახევარფინალს ორი ფრანგული კლუბი შემორჩა.