მთავრობა ქართულ რაგბის დაეხმარება

0
10

დასრულდა პრემიერ-მინისტრის და რაგბის კავშირის წევრების შეხვედრა, სადაც არსებულ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა.

როგორც ირკვევა, მთავრობის ხელმძღვანელმა რაგბის წარმომადგენლებს თანადგომა გამოუცხადა და პრობლემის მოგვარებას დაპირდა. მთავრობა რაგბის კავშირს ფინანსურად დაეხმარება ჩემპიონატი კი სექტემბერში განახლდება. შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთეს რაგბის კავშირის წევრებმა.

“როგორც ყოველთვის ეხმარებოდა რაგბს სახელმწიფო, როგორც ყოველთვის ედგა გვერდში დღესაც აბსოლუტური თანადგომა გამოგვიცხადეს და შეგვპირდნენ იმ ჩვენ მოთხოვნებს, რაც კლუბებს ქონდათ, ანუ რაც დღეს არის აქტუალური რაგბის არჩევნებამდე, ამ წლის დამთავრებამდე და ჩემპიონატის დაწყებამდე, სრული თანადგომა, სრული მხარში დგომა და ფინანსური დახმარებაც აღგვიქვეს” – განაცხადა რაგბის კავშირის გამგეობის წევრმა გოჩა მაჭავარიანმა.

“ბატონი პრემიერი დაგვპირდა, რომ შეიქმნება საბჭო, სარეკომენდაციო სახის იქმნება ეს საბჭო, შემოვა მმართველი, რომელიც ამ საბჭოს დახმარებით არჩევნებამდე, რომელიც დეკემბერში გაიმართება მიიყვანს რაგბის კავშირს. პლიუს დაგვპირდნენ, რომ სექტემბრიდან ჩემპიონატი განახლდება აუცილებლად და პრინციპში კმაყოფილები ვართ ამ შედეგებით” – განაცხადა სანდრო საკანდელიძემ.