ნიკა ნინუა პაოკ-ში ჩაირიცხა

0
15

21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ნიკა ნინუამ სალონიკის პაოკ-თან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. დინამო თბილისის ყოფილმა ნახევარმცველმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.
კონტრაქტის შესახებ საინტერესო დეტალს ავრცელებს sport-fm.gr. ირკვევა, რომ პაოკ-მა ქართველი ლეგიონერის გამოსასყიდ თანხად 10 მილიონი ევრო შეიტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ საბერძნეთის ვიცე-ჩემპიონი მასზე დიდ იმედს ამყარებს.

.