სფფ-ის პრეზიდენტმა ფიფას სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

0
7

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ფიფას პრეზიდენტის მიერ გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ვიდეო კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ გერმანიის, ავსტრიის, ლიხტენშტეინის და ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციების ხელმძღვანელები. ასევე ფიფას წარმომადგენლები, მათ შორის, გენერალური მდივანი ფატმა სამურა და გენერალური მდივნის მოადგილე მატიას გრაფსტრიომი.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ მონაწილეებს COVID-19-თან დაკავშირებით ფიფას გადაწყვეტილებების შესახებ უახლესი ინფორმაცია მიაწოდა. ფედერაციების ხელმძღვანელებმა კი, ფიფას წარმომადგენლებს საკუთარ ქვეყანაში პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარება გააცნეს. ლევან კობიაშვილმა მონაწილეებს დეტალური ინფომრაცია მიაწოდა საქართველოში პროფესიული და სამოყვარულო საფეხბურთო ლიგების აღდგენის შესახებ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია რეგულარულად განაგრძობს კონსულტაციებს როგროც ფიფას-თან ისე უეფასთან COVID-19-თან დაკავშირებული ვითარების შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით.