ევროპა ლიგაზე ნახევარფინალი დაკომპლექტდა

0
8

ევროპა ლიგაზე მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა და ნახევარფინალების გამოვლინდნენ. „ინტერსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ „სევილია“ და „შახტარი“ შეუერთდნენ და ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებენ.

„სევილიამ“ „ვულვზი“ მძიმე ბრძოლაში დაამარცხა. ინგლისელებს დაწინაურება სწრაფად შეეძლოთ, მაგრამ მე-13 წუთზე რაულ ხიმენესმა პენალტი ვერ გაიტანა. შემდეგ კი ხულენ ლოპეტეგის გუნდი უპირატესობას დაეუფლა და მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ლუკას ოკამპოსმა გამარჯვების გოლი გაიტანა. შედეგად, „სევილია“ მეექვსე ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს და ნახევარფინალში „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეხვდება (16 აგვისტო).

ნახევარფინალშია დონეცკის „შახტარი“, რომელმაც შვეიცარიული „ბაზელი“ 4:1 გააანდგურა. უკრაინელთა უპირატესობა დიდი იყო, მეორე წუთზე გახსნა ანგარიში და თამაშს 4:0-საც იგებდა. დონბასელთა რიგებში დავით ხოჭოლავას დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია. მისი გუნდის მეტოქე კი ნახევარფინალში მილანის „ინტერი“ იქნება (17 აგვისტო).