პირველი წრის შემდეგ: ჯაბა ჯიღაური, გიორგი ნემსაძე და სიმბოლური…

0
34

პირველი წრის დასრულების შემდეგ, ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა საუკეთესო მოთამაშე დაასახელა. პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელი დინამო ბათუმის ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაურია, რომელმაც 9 მატჩში 5 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი შეასრულა.

პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელი გორის დილას სპეციალისტი, გიორგი ნემსაძე გახდა.
ნემსაძის დილა სატურნირო ცხრილის ლიდერი რამდენიმე ტურის განმავლობაში იყო, თუმცა თბილისის ლოკომოტივთან მარცხის შემდეგ (0:1), გუნდი 16 ქულით მესამე ადგილზე დაქვეითდა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა ასევე დაასახელა სიმბოლური გუნდი, სადაც თბილისის დინამოს გორის დილას სამ-სამი, დინამო ბათუმის დინამოს და თელავის ორ-ორი და საბურთალოს ერთი ფეხბურთელი მოხვდა.

მეკარე: როინ კვასხვაძე (დინამო თბილისი);
მცველები: გრიგოლ ჩაბრაძე (თელავი), მამუკა კობახიძე (დინამო ბათუმი), ბალგუ იენდენტი (დილა), დავით კობოური (დინამო თბილისი);
ნახევარმცველები: ელვინ ტერა (საბურთალო), გიორგი კუცია (დინამო თბილისი), ამოს ნონდი (დილა);
თავდამსხმელები: ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმი), მიკოლა კოვტალიუკი (დილა), ირაკლი რუხაძე (თელავი).

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წრის ცხრილს შემდეგი სახე აქვს:

ადგ. კლუბი თამაში მოგება ფრე წაგება გატ. მიღ. ± ქულა ბოლო თამაშები შემდეგი
1. დინამო თბ დინამო თბ 9 5 3 1 16 4 12 18
2. დინამო ბთ დინამო ბთ 9 4 5 0 16 5 11 17
3. დილა დილა 9 4 4 1 14 6 8 16
4. საბურთალო საბურთალო 9 4 4 1 11 7 4 16
5. თელავი თელავი 9 2 6 1 9 6 3 12
6. ლოკომოტივი ლოკომოტივი 9 3 3 3 11 14 -3 12
7. ტორპედო ტორპედო 9 2 3 4 7 13 -6 9
8. სამტრედია სამტრედია 9 2 2 5 7 16 -9 8
9. ჩიხურა ჩიხურა 9 1 2 6 7 16 -9 5
10. მერანი თბ მერანი თბ 9 0 4 5 3 14 -11 4