ფიბამ ევრობასკეტის დრიმ თიმი დაასახელა

0
13

ფიბას ოფიციალურმა საიტმა დაასრულა გულშემატკივართა გამოკითხვა და ბოლო 20 წლის (2000-2020) ევრობასკეტის სიმბოლური ნაკრები დაასახელა.
“დრიმ თიმში” ორი ბერძენი (ვასილის სპანულისი, დიმიტრის დიამანტიდისი), თითო ლიტველი (შარუნას იასიკიავიჩიუსი), ესპანელი (პაუ გასოლი) და გერმანელი (დირკ ნოვიცკი).
FIBA EuroBasket Dreams ჯერ 15 სხვადასხვა ქვეყნის “დრიმ თიმი” დაასახელა, მათ შორის საქართველოსიც. მაშინ სიმბოლურ ნაკრებში თორნიკე შენგელია, ზაზა ფაჩულია, ვიქტორ სანიკიძე, მანუჩარ მარკოიშვილი და მაიკ დიქსონი მოხვდნენ.