გორის დილა სეზონში პირველად დამარცხდა

0
14

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-9 ტურის მორიგი დაპირისპირება გორში გაიმართა. გიორგი ნემსაძის გუნდმა 8 მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა.

დილამ საშინაო შეხვედრა თბილისის ლოკომოტივთან მინიმალური ანგარიშით წააგო. იმის მიუხედავად რომ მთელი შეხვედრის განმავლობაში მასპინძლები ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, ერთადერთი გოლი მაინც სტუმრებმა გაიტანეს.

ლოკომოტივმა ფაქტობრივად ერთადერთი რეალური მომენტი შექმნა, რომელიც თეიმურაზ შონიამ გოლად აქცია და ზედიზედ 6 მოუგებელი თამაშის შემდეგ დედაქალაქურ კლუბს სამი ქულა მოუტანა.

9 ტურის შემდეგ გორის დილას აქტივში 16 ქულაა და გათამაშების ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს. ლოკომოტივი კი 12 ქულით მეექვსე ადგილზეა.

კლუბი ±
1. დინამო თბ დინამო თბ 9 12 18
2. დინამო ბთ დინამო ბთ 9 11 17
3. დილა დილა 9 8 16
4. საბურთალო საბურთალო 8 3 13
5. თელავი თელავი 9 3 12
6. ლოკომოტივი ლოკომოტივი 9 -3 12
7. ტორპედო ტორპედო 9 -6 9
8. სამტრედია სამტრედია 8 -8 8
9. ჩიხურა ჩიხურა 9 -9 5
10. მერანი თბ მერანი თბ 9 -11 4