ცნობილია დინამოს სავარაუდო მეტოქე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე

0
15

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და დინამო თბილისის შესაძლო მეტოქე ცნობილი გახდა.
პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანური ტირანას ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, კახა ჩხეტიანის გუნდი მომდევნო ეტაპზე ბელგრადის ცრვენა ზვეზდასა და გიბრალტარის ევროპას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ დინამო თბილისი ტირანას 18 ან 19 აგვისტოს თბილისში უმასპინძლებს. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 25/26 აგვისტოს გაიმართება და მასპინძელი დინამო – ტირანას წყვილში გამარჯვებული იქნება.