ევროპა ლიგაზე ქართული კლუბებების პირველი მეტოქეები ცნობილია

0
18

ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში შედგა და ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვა.

დინამო ბათუმი ჰაპოელის დაუპირისპირდება და მატჩი ისრაელში შედგება.  საბურთალოს მეტოქე აპოლონ ლიმასოლი იქნება. მატჩი ასევე სტუმრად, კვიპროსში,  გაიმართება, ლოკომოტივი  რუმინეთის ქალაქ კრაიოვას უნივერსიტატეას დაუპირისპირდება. ლოკომოტივი ამ სამი გუნდიდან ერთადერთია, რომელიც ევროტურნირის შეხვედრას თბილისში ჩაატარებს.

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩების გარდა ყველა სხვა შეხვედრა გულშემატკივრის გარეშე გაიმართება.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები ერთმატჩიანი იქნება.