იუვენტუსი პირლოს ჩააბარეს

0
6

იუვენტუსმა მაურიციო სარის მოპოვებული ტიტულისთვის  მადლობა გადაუხადა და დაემშვიდობა. შეგახსენებთ, რომ დასრულებული სეზონის ჩემპიონი სწორედ იუვენტუსი გახდა, რომელმაც ქვეყნის პირველობა ზედიზედ მეცხრედ მოიგო.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში იუვენტუსმა ლიონი 2:1 დაამარცხა, თუმცა მომდევნო ეტაპზე გასვლა სტუმრად გატანილი გოლის წყალობით ფრანგულმა კლუბმა შეძლო.

იუვენტუსმა ოფიციალური განცხადებით გულშემატკივარს აცნობა, რომ კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი 41 წლის  ანდრეა პირლო იქნება, რომელმაც იუვენტუსთან ერთად იტალიის სერია ა ოთხჯერ მოიგო.