ევროპა ლიგა: მეოთხედფინალური ეტაპი დაკომპლექტდა

0
5

ევროპა ლიგაზე მერვედფინალური ეტაპი დასრულდა და მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა. მეორე სათამაშო დღე დაბალი შედეგიანობით გამოირჩა – 4 მატჩი და მხოლოდ 5 გოლი.

„ლევერკუზენს“ „რეინჯერსთან“ ჯერ კიდევ შოტლანდიაში ჰქონდა ყველაფერი გადაწყვეტილი, როდესაც 3:1 იმარჯვა და საკუთარ მოედანზეც სძლია – 1:0. „ბაზელზეც“ იგივე შეგვიძლია ვთქვათ, რადგან „აინტრახტთან“ სტუმრად 3:0 მოგების შემდეგ შინ 1:0 მოიგო. უფრო მეტი ინტრიგა და ბრძოლა იყო „ვულვზი“ – „ოლიმპიაკოსის“ დაპირისპირებაში, სადაც ბერძნული დუელი 1:1 დასრულებულიყო. ინგლისში მასპინძლები თავიდანვე დაწინაურნენ და მიუხედავად იმისა, რომ მერე „ოლიმპიაკოსს“ ბევრი საგოლე შანსი ჰქონდა, „ვულვზმა“ იმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

აი, „სევილია“ – „რომას“ დაპირისპირების ბედი ერთმა მატჩმა გადაწყვიტა, ნეიტრალურ მოედანზე. ესპანელებმა იტალიელები აშკარად დაჯაბნეს, პირველივე ტაიმში გაუტანეს ორი უპასუხო გოლი და ტურნირის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი მორიგი ტიტულისკენ სვლას განაგრძობს.

მეოთხედფინალში 10 აგვისტოს „მანჩესტერ იუნაიტედი“ – „კოპენჰაგენს“, „ინტერი“ – „ლევერკუზენს“ შეხვდება, ხოლო 11 აგვისტოს „შახტარი“  „ბაზელთან“, „ვულვზი“  „სევილიასთან“ გაარკვევს ურთიერთობას.