ექვსმა ერმა რვა ერი ოფიციალურად დაადასტურა

0
7

ექვის ერის ორგანიზაციამ პირველად დაადასტურა, რომ წლეულს ახალი ტურნირი ჩატარდება რვა ერის მონაწილეობით…
ახალი ტურნირი რვა ერის მონაწილეობით, რომელიც თუ საერთაშორისო მედიას დავუჯერებთ ფიჯისა და იაპონიის ნაკრებებით შეივსება (საქართველო კი ისევ თამაშგარეში დარჩება), ექვსი ერი ოფიციალურად აღიარებს, რომ ტურნირი მართლა გაიმართება, თუმცა მონაწილე ქვეყნებს არ ასახელებს:
“ბოლო კვირებში ექვსი ერის ორგანიზაციამ ასევე შეიმუშავა საგანგებო მდგომარეობაში ალტერნატიული ტურნირის ფორმატი, რომელმაც 2020 წლის შემოდგომის ტესტები უნდა შეცვალოს, რადგან ნაკრებებს შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მოგზაურობის შანსი მცირე აქვთ.
ეს ტურნირი იქნება უნიკალური და ერთჯერადი, რომელშიც მონაწილეობას რვა ერი მიიღებს, ექვსი ერის ქვეყნებს დაემატება ორი სხვა ნაკრები. ამ ეტაპზე ჩვენ ვათანხმებთ დეტალებს, ვაზუსტებთ კალენდარს და კომერციულ ასპექტებს. ახალი ტურნირის შესახებ ინფორმაციას თვის ბოლოსკენ მოგაწვდით”.
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო მედია შეთანხმდა, რომ ექვს ერს ფიჯი და იაპონია ემატებიან, პოპულარული უელსური საიტი WalesOnline ისევ არ გამორიცხავს, რომ ექვს ერს შეიძლება საქართველოს ნაკრები დაემატოს: “ბენ მორელმა ასევე დაადასტურა, რომ თითქმის ყველაფერი შეთანხმებულია ახალ, რვაგუნდიან ტურნირზე, რომელშიც 6 ერის ნაკრებებს ფიჯი და ერთ-ერთი იაპონიიდან და საქართველოდან”.