გერმანიის ბუნდესლიგაში სტადიონზე მაყურებელს დაუშვებენ

0
6

გერმანიის ბუნდესლიგის ახალ, 2020/21 წლების სეზონში, სტადიონზე მაყურებელს დაუშვებენ. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, სტადიონის გარკვეულ ნაწილს მასპინძელი გუნდის გულშემატკივარი შეავსებს, ხოლო სტუმარი გუნდის ქომაგი შეხვედრაზე არ დაიშვება. მიზეზი ნაკლები ტრანსპორტირება და  კორონავირუსის პანდემიის გავრცელების თავიდან არიდებაა.

ის გულშემატკივარი, რომელიც სტადიონზე მოხვდება, ვალდებული იქნება საკუთარი ადგილი სოციალური დისტანციის დაცვით დაიკავოს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, გერმანია დასრულებულ ტოპ 5 ჩემპიონატში პირველი იყო, რომელმაც საფეხბურთო ჩემპიონატის განახლების გადაწყვეტილება მიიღო.