სპორტული ღონისძიებების ჩატარების პროტოკოლი

0
7

სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე დამ­სწრე­ე­ბი სტა­დი­ო­ნებ­ზე 2 სკა­მის გა­მო­ტო­ვე­ბით გან­თავ­სდე­ბი­ან. აღ­ნიშ­ნულს ახა­ლი პრო­ტო­კო­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­მე­ლიც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გამო შე­ი­მუ­შა­ვა.

რო­გორც შრო­მის პი­რო­ბე­ბის ინ­სპექ­ტი­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ქე­თე­ვან დარ­ცმე­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და, ღია სივ­რცე­ში მიმ­დი­ნა­რე სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე დას­წრე­ბას გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში შეძ­ლე­ბენ, ზუს­ტი პრო­ტო­კო­ლი კი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სტა­დი­ო­ნებ­ზე მა­ყუ­რებ­ლის 2 სკა­მის გა­მო­ტო­ვე­ბით გან­თავ­სე­ბის გარ­და, პრო­ტო­კო­ლის თა­ნახ­მად, კვლავ აუ­ცი­ლე­ბელ პი­რო­ბად რჩე­ბა პირ­ბა­დე­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და ხე­ლე­ბის ჰი­გი­ე­ნუ­რი და­მუ­შა­ვე­ბა.

“სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სას, ძი­რი­თა­დად ფეხ­ბურ­თის მატ­ჩის ჩა­ტა­რე­ბი­სას, ან ფეხ­ბურ­თის შე­ჯიბრში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას, სტა­დი­ონ­ზე დამ­სწრე­ე­ბის ად­გი­ლი ისე უნდა მო­ი­ნიშ­ნოს, რომ და­საჯ­დო­მი ად­გი­ლე­ბის 33%, მე­სა­მე­დი იყოს და­კა­ვე­ბუ­ლი. დამ­სწრე­ე­ბი სტა­დი­ონ­ზე 2 სკა­მის გა­მო­ტო­ვე­ბით უნდა გან­თავ­სდნენ.

შიდა და­ხუ­რულ სა­ჯა­რო სივ­რცე­ებ­ში პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. შე­ჯიბრში მო­ნა­წი­ლე­თათ­ვის და დამ­სწრე­ე­ბის­თვის სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ხე­ლის ჰი­გი­ე­ნის დაც­ვა 70%-იანი სპირ­ტის შემ­ცვე­ლი ხსნა­რით.

შე­ჯიბრში მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მი­ნი­მა­ლუ­რად უნდა გა­მო­ი­ყე­ნონ სა­ერ­თო სპორ­ტუ­ლი ინ­ვენ­ტა­რი, გარ­და ბა­ტუ­ტი­სა და ბურ­თი­სა.

მატ­ჩის შემ­დგომ უნდა ჩა­ტარ­დეს და­საჯ­დო­მი ად­გი­ლე­ბის დე­ზინ­ფექ­ცია. ასე­ვე, უნდა იყოს გაკ­რუ­ლი აბ­რე­ბი ყვე­ლას­თვის, რომ არ ჩა­მო­არ­თვან ხელი ერ­თმა­ნეთს და და­იც­ვან დის­ტან­ცია.

სტა­დი­ონ­ზე დამ­სწრე­ე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე ნაკ­ლე­ბი უნდა შე­ვი­დეს.

სპორ­ტის სხვა სა­ხე­ო­ბე­ბის, კა­ლათ­ბურ­თის, ხელ­ბურ­თის, ან ფრენ­ბურ­თის შემ­თხვე­ვა­შიც, აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი იმოქ­მე­დებს“, – გა­ნა­ცხა­და ქე­თე­ვან დარ­ცმე­ლი­ამ.

ამას­თან, გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი სტა­დი­ონ­ზე შეს­ვლამ­დე თერ­მოსკრი­ნინგს გა­ივ­ლი­ან.