ქართველ ფეხბურთელთა TOP 10 TRANSFERMARKT-ზე

0
5

Transfermarkt-მა სხვადასხვა ლიგებში მოთამაშე ფეხბურთელთა ფასები განაახლა, სერიოზული ცვლილებები შეეხო ქართველ ლეგიონერებსაც…

29 ივლისს საიტზე განახლდა რუსეთის პრემიერ-ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელთა ფასები. 19 წლის ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც აქამდე 2 მილიონი ევრო ღირდა ორჯერ და მეტჯერ გაძვირდა და ახლა €4.5 მილიონი ღირს.

ხვიჩა კვარაცხელიას რუბინში ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა
ხვიჩა კვარაცხელიას რუბინში ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა

 

ასე რომ, რუბინის ახალი ვარსკვლავი ყველაძე ძვირადღირებულ ქართველთა სამეულში შევიდა. მას მხოლოდ გიორგი ჩაკვეტაძე (€6.7 მილიონი) და საბა კვერკველია (€5.0 მილიონი) უსწრებენ. მოსკოვის ლოკომოტივის მცველმა ყველაზე მეტი დაკარგა – აპრილის მერე მისმა ფასმა 1.5 მილიონით დაიკლო. 2019 წლის ზაფხულში კვერკველიას ფასი 10 მილიონი ევრო იყო და ის ყველაზე ძვირადღირებული ქართველი გახლდათ.

მოიმატა ჩვიჩას თანაგუნდელი ზურიკო დავითაშვილის ფასმაც, 2.3 მილიონის ნაცვლად, 2.5 მილიონი გახდა. უფას მცველი ჯიმი ტაბიძეც ამიერიდან 2.5 მილიონი ღირს (ნახევარი მილიონით მოიმატა). აღსანიშნავია, რომ ორივე ეს ფეხბურთელი დეკემბერშიც 2.5-2.5 მილიონი ღირდნენ, მაგრამ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დროს, მათ, როგორც ფეხბურთელთა აბსოლუტურ უმრავლესობას საბაზრო ფასი დააკლდათ. სამეულის გარდა, მათ წინ ფასით მხოლოდ შახტარის მცველი დავით ხოჭოლავაა (€3.2 მილიონი).

ოთარ კიტეიშვილის ფასიც გაიზარდა
ოთარ კიტეიშვილის ფასიც გაიზარდა

 

გაიზარდა კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის ფასი – ავსტრიული შტურმის ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი 2 მილიონი ევრო ღირს (1.6-დან). მანაც ეპიდემიამდელი საბაზრო ფასი დაიბრუნა.

გია გრიგალავა რუსულ არსენალში თამაშობს, მისი ფასი შემცირდა, ახლა საქართველოს ნაკრების მცველი 1.8 მილიონი ღირს.

ყველაზე ძვირადღირებულები. TOP 10
1. გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია) – €6 700 000
2. საბა კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი) – €5 000 000
3. ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი) – €4 500 000
4. დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) – €3 200 000
5. ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი) – €2 500 000
6. ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, რუსეთი) – €2 500 000
7. გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია) – €2 000 000
8. ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია) – €2 000 000
9. გია გრიგალავა (არსენალი, რუსეთი) – €1 800 000
10. ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი) – €1 600 000